TOSHIBA სპლიტ სისტემა


TOSHIBA სპლიტ სისტემა
თანამედროვე ადამიანისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანი გახდა გარემო რომელშიც იგი იმყოფება. გარემო პირდაპირ აისახება მის ჯანმრთელობაზე, შრომისუნარიანობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მნიშვნელოვანია რამდენად სუფთაა; დახუთულია; ტენიანია; თბილია თუ გრილია ჰაერი რომელსაც ის სუნთქავს და იმყოფება. ეს კი დამოკიდებულია იმ ინჟინრულ სისტემებზე რომლებიც შექმნილია იმ მიზნით რომ ადამიანს შეუქმნას კომფორტული გარემო და მიკროკლიმატის სივრცე სადაც ის იმყოფება.
გათბობა -ვენტილაციის კონდიცირების სისტემებს აქვთ შესაძლებლობა გარკვეულ სივრცეში შექმნან ჩვენთვის კომპორტული მიკროკლიმატი რომელიც არ არის დამოკიდებული გარე ტემპერატურაზე.
გათბობა გაგრილების ვენტილაციის სისტემები დროსთან ერთად სულ უფრო ვითარდება, იხვეწება და ორიენტირებულია მის ენერგოეფექტურობასა და ადამიანისთვის მაქსიმალურად დადებითად ასახვაზე. ამ მოთხოვნებს ფეხს უწყობს შპს აი-სი-ი.
კომპანია TOSHIBA-ს ისტორია
კომპანია TOSHIBA არის იაპონური კორპორაცია, იგი დაარსდა 1899 წელს. პირველი სპლიტ სისიტემის ტიპის კონდიციონერის წარმოება სწორედ მასთანაა დაკავშირებული. დღეისათვის TOSHIBA-ს გააჩნია 112 ფილიალი 40 ქვეყანაში. საერთაშორისო ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შედედგად 1999 წელს მოხდა TOSHIBA-ს და ამერიკული გიგანტის CARRIER-ის გაერთიანება. კომპანია TOSHIBA მუდმივ რეჟიმში ვითარდება და იხვეწება. იგი ლიდერია ისეთ საინჟინრო სისტემებში როგორიცაა სპლიტ სისტემის ტიპის კონდიციონერები, მულტიზონალური სისტემები VRF სისტემები და სხვა.