უფროსი მექანიკური ინჟინერ-პროექტანტი
ლოკაცია: ბათუმი
გამოცდილება: 5 ან მეტი წლის გამოცდილება დიზაინში;
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ტექნიკურ სფეროში;
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ მეილზე: g.valevich@meppers.com
სამუშაოს აღწერა:
- დამკვეთებთან მუშაობა პროექტის საჭიროებების და დოკუმენტაციის
იდენტიფიცირებისთვის; - წყალგაყვანილობის სისტემის დიზაინი, მათ შორის სანიტარული ნარჩენის,
სავენტილაციო, ხაზოვანი საკანალიზაციო, საყოფაცხოვრებო და სუფთა წყლის
სისტემის მიწოდების სისტემები; - ხანძარუსაფრთხოების სისტემის დიზაინი, მათ შორის დაწნევითი მილები,
სპრინკლერი და გაზის ჩამახშობელი სისტემა; - HVAC სისტემის დიზაინი, მათ შორის სხვადასხვა გათბობა გაგრილების და ჰაერ-
კონდიცირების სისტემები; - HVAC-ის, წყალყავანილობის და ხანძარუსაფრთხოების წინასწარი და საბოლოო
კალკულაციების შესრულება; - ტექნიკური სპეციფიკაციების და ხარჯთაღრიცხვების მომზადება HVAC,
წყალგაყვანილობის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებისთვის; - დიზაინის კალკულაციები ყველა შესაბამისი სტანდარტის და საკანონმდებლო
მოთხოვნის შესაბამისად ყველა სტანდარტის და პროცედურის გათვალისწინებით
(BS, EN, NFPA და ASHRAE და მსგავსი); - ესკიზის ნახაზების მომზადება საკმარისი დეტალებით, რათა შემდგენლებმა
წარმოადგინონ დამაკმაყოფილებელი დეტალური ნახაზები, რომელიც
აუცილებელია ტენდერის, მშენებლობის ან სხვა მიზნებისათვის; - შეხვედრების ჩატარება დამკვეთსა და ოპერატორებთან, ყველა ჩართული
მხარესთან კომუნიკაციის მიყოლა კოორდინირებულად; - მხაზველების ზედამხედველობა, დავალებების მიცემის, კითხვებზე პასუხის
გაცემის საშუალებით და სამუშაოს შემოწმება სიზუსტის მიზნით; - დადასტურების ფორმების (ე.წ. MAF) პროცესებშიჩართულობა და დოკუმენტ
კონტროლიორის მიერ გადაცემული MAF-ების დადასტურება;. - დამკვეთისთვის მოსამზადებელ და/ან პროგრესის ეტაპზე ბრიფის მომზადება-
მიწოდება; პროექტის ხარჯთაღრიცხვის განვითარებაზე და საჭიროების
შემთხვევაში პროექტის შიდა რესურსების საჭიროებებზე შეფასების მიწოდება;
ზემდგომების დახმარება პროექტის წინა და პოსტ სატენდერო ეტაპების
მომზადებაში; - არსებული აღჭურვილობის ზედამხედველობა და საკითხზე რეპორტის მომზადება;
კონკრეტული პროექტის სპეციფიკაციების და გეგმების მომზადება და
სტანდარტულ სპეციფიურ ინფორმაციაზე ადაპტირება-მორგება, შესაძლებლობის
ფარგლებში; - ხარჯთაღრიცხვის მომზადება აზომვის სტანდარტიზებული მეთოდის შესაბამისად;
კონტრაქტების ფინანსურ კონტროლში დახმარება, მათ შორის შუალედური და
საბოლოო პროექტის შეფასება-ანგარიშგებაში; - განხორციელებადობის ანალიზის და ნებისმიერი სპეციალიზირებული ანალიზის
მომზადება, რაც პროექტის საჭიროებიდან გამომდინარეობს; - სისტემის შერჩევის დასაბუთება ინვესტიციის შეფასების ტექნიკის შეასბამისად,
თუკი მოთხოვნილია პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, საპრეზენტაციო
მასალის მომზადება და დამკვეთისთვის პრეზენტაციის წარმოდგენა; - ყველა სხვა მოვალეობის შესრულება, რაც საჭირო იქნება დირექტორების მიერ
მთავარი მიზნების შესასრულებლად; - პროგრამის აუდიტი, ხარვეზების გამოსწორება და მომხმარებლის უკუკავშირის
რეგისტრაცია; - სტრატეგიასა და ქმედებებთან შესაბამისობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას
უსაფრთხო სამუშაო პროცესი.
უნარჩვევები და კვალიფიკაცია
- ბაკალავრის ხარისხი ტექნიკურ სფეროში;
- 5 ან მეტი წლის გამოცდილება დიზაინში;
- პროგრამების AutoCad / Revit მაღალ დონეზე ცოდნა;
- მექანიკურ-ელექტრო სპეციფიკაციების, სტანდარტების, კოდების სიღრმისეული ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა – მაღალ დონეზე.